დაახლოებით ერთი კვირის წინ, კეტი პერიმ და ორლანდო ბლუმმა ურთიერთობის განახლება გადაწყვიტეს: ისინი ედ შირანის კონცერტს დაესწრნენ, საიდანაც ერთად წავიდნენ.
ვარსკვლავი გადაცემას Morning Mash Up ესტუმრა, სადაც მას კითხვა ბლუმის შესახებაც დაუსვეს. პერიმ უპასუხა: ”ხალხი მოდის შენს ცხოვრებაში და შემდეგ ისევ მიდის… კარგია, რომ ისინი, ვინც გიყვარს სულ გევრდით რჩებიან. ჩემთვის განსაკუთრებული ამაში არაფერია. როდესაც იზრდები, საზღვრებიც უფერულდება. ბევრი საქმე მაქვს. მომავალ წელს ტურნეში უნდა წავიდე…” – განაცხადა პერიმ.
შეგახსენებთ, რომ კეტი და ორლანდო ერთმანეთს 10 თვის განმავლობაში ხვდებოდნენ. ისინი ერთმანეთს მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაშორდნენ.