კეტი პერის ახალი დისკის სახელწოდება და გამოსვლის თარიღი ცნობილია. ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომღერლის მეშვიდე სტუდიურ ალბომს – 143 ჰქვია. ფირფიტა დღის სინათლეს 20 სექტემბერს იხილავს.
39 წლის არტისტის გულშემატკივრებმა, მათი კუმირის მეუღლეზე, ორლანდო ბლუმზე დაყრდნობით, ლონგფლეის სახელის მნიშვნელობა გაშიფრეს – ,,143 კოდია, რაც ნიშნავს ,,მე შენ მიყვარხარ”.
ამერიკელი შემსრულებლის მომავალი მუსიკალური პროექტის ლიდ სინგლის – Woman’s World რელიზი, 11 ივლისს შედგება. კრებულში 15 სიმღერა, მათ შორის დუეტები კიმ პეტრასთან და 21 Savage-თან შედის.
კეტი პერი ბრუნდება – მომღერალმა ახალი სინგლის გამოსვლის შესახებ განაცხადა
Orlando Bloom commented on Katy Perry’s post on Instagram with a ‘✂️143❤️’, which means “I love you”. pic.twitter.com/49mKqazu49
— 💭 (@KITYPRRY) March 8, 2024