LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპურიძე: სააკაშვილი სიმართლეს ამბობს, ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება – რკინის მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი კლინიკაში შეიყვანეს

151
fot (7)

„რკინის მაგიდა რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. სააკაშვილი სიმართლეს ამბობს. ზურაბ ჩხაიძის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება“, – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს გონება არ დაუკარგავს.

ჩხაიძე სააკაშვილზე: გონება არ დაუკარგავს – მის „ლუქს“ პალატაში არც რკინის მაგიდა დგას და არც გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება დაზიანება

როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი ამბობს, გეგმავს გამოითხოვოს ის კადრები, რაც მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის გუშინდელ ფაქტს ეხება.

„რა თქმა უნდა, ვაპირებ კადრების გამოთხოვას. ჯერ კიდევ, ის ძველი კადრები, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა, პენიტენციურ სამსახურს ბოლომდე არ გადმოუცია. მოსამართლის ეს ბრძანება დაარღვია. სათანადო რეაგირებისთვის ამაზეც მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

რაც შეეხება რკინის მაგიდას, რკინის მილებისგანაა დამზადებული და ეს მაგიდა პირველი დღიდან არსებობს, რაც სააკაშვილი შეიყვანეს. ის სიმართლეს ამბობს.

რაც შეეხება ჩხაიძის განცხადებას, ჩხაიძე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და მის არცერთ სიტყვას არ დაეჯერება. ვნახეთ ამ სამსახურის წარმომადგენლები, რა ქმედებებს ახორციელებდნენ სასამართლო პროცესებზე. აბსოლუტურად ყველაფერს იტყუება“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

„ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს…“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოში შეტანილ სარჩელს, ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა საქმის წარმოება სტრასბურგში და არც იმას აკონკრეტებს, თუ რა არის ამ სარჩელის მოთხოვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g