LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს…“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

195
fot (2)

ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მას დღეს გაუმეორდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, რის გამოც წაიქცა.

„როგორც იცით, მიუხედავად საჭირო სამედიცინო პროცედურების ჩატარებისა, გასულ შაბათს (29 აპრილს) ორჯერ მქონდა გონების კარგვის ეპიზოდი.

გუშინ, 2 მაისს, კალიუმის ვარდნის გამო საჭირო გახდა შესაბამისი გადასხმების გაკეთება.

დღეს ისევ განმეორდა გონების კარგვა და ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს – გონების დაკარგვის გამო წავიქეცი და რკინის მაგიდას დავარტყი თავი.

მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დროული დახმარებით მათ შეძლეს ჩემი მოსულიერება”, – წერს სააკაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g