LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხანდახან ლამაზმანიც არ არის ფორმაში – ჯულია რობერტსი ახალი ფილმის გადაღებებზე

156
ხანდახან ლამაზმანიც არ არის ფორმაში - ჯულია რობერტსი ახალი ფილმის გადაღებებზე

56 წლის ჯულია რობერტსი ლონდონში გრეის ინ როუდზე ახალი ფსიქოლოგიური ტრილერის Panic Carefully-ის გადაღებებზე გამოჩნდა. პაპარაცებმა ოსკაროსანი მსახიობი მაშინ გადაიღეს, როცა ის ფილმის ერთ-ერთ სცენას იღებდა. ჯულიას ნაცრისფერი პალტო ეცვა, რომელიც გადაწეულ თმასთან ჰქონდა შეხამებული. ჯულიას ეს ფოტო და მისი სიარულის მანერა ამ ფოტოზე დასავლურ მედიაში ჩარლი ჩაპლინის სტილსაც შეადარეს.

ახალი ფილმი Panic Carefully, სემ ესმაილის მორიგი პროექტია, ის აღწერილია, როგორც ფსიქოლოგიური ტრილერი „კრავთა დუმილის“ სტილში. მასში მთავარ როლებს ჯულიას გარდა, ედი რედმეინი და ელიზაბეტ ოლსენი ასრულებენ.

ჯულია რობერტსმა ფილმ „ნოთინგ ჰილის“ გაგრძელებაზე უარი თქვა, რადგან სცენარში მთავარი გმირების დაშორების იდეა არ მოეწონა

10 ფილმი „ლამაზმანის“ გარდა, სადაც ჯულია რობერტსის სილამაზე და ნიჭი ყველა მოლოდინს აჭარბებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები