LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხარისხიანი მუსიკა კვლავ იქმნება – The Rolling Stones, ლედი გაგა და სტივი უანდერი – ლეგენდარულმა ჯგუფმა მორიგი სინგლი გაავრცელა

205
page

ზუსტად 20 დღეში მეოცე საუკუნის უდიდესი ბენდი, The Rolling Stones ეპოქალურ ალბომს, Hackney Diamonds-ს გამოუშვებს. მოლოდინი ძალიან დიდია. ბენდის ახალ ალბომში მონაწილეობას ლედი გაგა, სტივი უანდერი, ელტონ ჯონი და პოლ მაკკარტნი იღებენ.

საუკუნის ალბომი! – ლეგენდარულმა The Rolling Stones-მა Hackney Diamonds დააანონსა

რამდენიმე საათის წინ, ჯგუფმა მორიგი სინგლი გამოუშვა. Sweet Sounds Of Heaven, ასე ჰქვია ახალ ნამუშევარს, რომელიც ლედი გაგასა და სტივი უანდერის კოლაბორაციით შეიქმნა.

სიმღერა მელომანებს ნამდვილად დაარწმუნებს იმაში, რომ ხარისხიანი მუსიკა კვლავ იქმნება. ეს არის კომპოზიცია, რომელიც ბლუზის, როკისა და ქანთრის ელემენტებს აერთიანებს, ლედი გაგას ვოკალი კი იდეალურად ერწყმის მიკ ჯაგერის დამახასიათებელ ტემბრს. უანდერის ხმა არ ისმის, თუმცა, ის ფორტეპიანოზე უკრავს.

ერთი სიტყვით, პირველი ორი სინგლი ნამდვილად ამართლებს მოლოდინს იმის შესახებ, რომ 20 ოქტომბერს, The Rolling Stones მორიგ ტრიუმფალურ ნამუშევარს შემატებს თავის მართლაც რომ, ეპოქალურ შემოქმედებას.

ვიდეო: დაბრუნება ვინტაჟურ ეპოქაში – The Rolling Stones-მა სინგლი Angry გაავრცელა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები