LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხათუნა სამნიძე: „რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას – ჯერ ქირურგიული ჩარევა და არჩევნებით შეცვლა, შემდეგ კი თერაპია და რეაბილიტაცია“

613
ხათუნა სამნიძე

„ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კოორდინაცია, თანამშრომლობა, თავდასხმის გარეშე ერთმანეთთან შეგვიძლია ლაპარაკი, შეგვიძლია კრიტიკა და სხვადასხვა იდეის გაჟღერება, მგონია, რომ ამას შევძლებთ, დღევანდელი ალიანსი კიდევ ერთი ოპტიმიზმის საფუძველია მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ალიანსი, რომლის კარიც ღიაა და რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს და უკეთესი არჩევანი ჰქონდეს ჩვენს საზოგადოებას“, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ „მთავარი არხის“ ეთერში ჩართვის დროს განაცხადა.

„დროა“, „ახალი“ და „გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ არჩევნებში მონაწილეობას ერთობლივად მიიღებენ – „ვერთიანდებით იმიტომ, რომ სახლში გავუშვათ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი“

როგორც ხათუნა სამნიძემ გადაცემაში სტუმრობის დროს აღნიშნა, მას სურს წინასაარჩევნო კამპანიის დროს ისაუბროს ჯანდაცვის საკითხებსა და პრობლემებზე, რომელსაც თავადაც შეეჯახა:

„ძალიან მძიმე ვითარება რაც გვაქვს ქვეყანაში, მინდა ამაზე ბევრი ვილაპარაკოთ. არის ონკოპაციენტების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ, რომ პეტიციებით მიაღწიონ სიმართლეს და იმას, რომ ამ ქვეყანაში ონკოპაციენტები არ დაიჩაგრონ. ამას მე თვითონ შევეჯახე.

გრძნობ, რომ ისეთი დამოკიდებულებაა ჩვენ მიმართ, თითქოს უკვე გადადებული ვართ…

„ქართულ ოცნებას“ არ უნდა სწორედ ეს – რომ ვისაუბროთ თემებზე, ვაჩვენოთ გამოსავალი, მათ უნდათ, რომ იყოს ქაოსი, ყველას დაგვარქვან „ნაცი“, თქვან, რომ „ერთი ჯგუფია და ერთი პატრონი ჰყავთ“.

რაც მე გამოვიარე – ამ ეტაპზე განვიკურნე და ვაგრძელებ მკურნალობას, ჩემი მკურნალობა ჯერ არ დასრულებულა -ასევე გვჭირდება ქვეყნისთვის ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები: ჯერ ქირურგიული ჩარევა და არჩევნებით შეცვლა და მერე სხვადასხვა ტიპის თერაპია და რეაბილიტაცია, ჩვენ ამას შევძლებთ, იმიტომ, რომ ამის უნარი ქართულ ოპოზიციას აქვს“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

„ოცნებისთვის“ ხელისუფლების შენარჩუნება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩათვალა, ძალაუფლებას რუსეთისკენ შეტრიალებით და ევროპისათვის ზურგის შექცევით უფრო შეინარჩუნებს – ეს არის ძალიან სახიფათო და საშიში! – სამნიძე

ხათუნა სამნიძე "დღის სტუმარში"

"რაც მე გამოვიარე, იგივე სჭირდება ქვეყანას: ჯერ ქირურგიული ჩარევა და არჩევნებით ცვლილება, შემდეგ კი თერაპია…" | ხათუნა სამნიძე "დღის სტუმარში"

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 09 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები