პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ვარაუდობს, რომ კორონავირუსით მისი დაინფიცირება ერთ-ერთ შეხვედრაზე მოხდა, სადაც ფოტოს გადასაღებად ნიღაბი მოიხსნა.
„გუშინ მომცა დაბალი სიცხე. ერთ-ერთ შეხვედრაზე მთხოვეს სურათის გადაღება, მთხოვეს, ნიღაბი მომეხსნა და მოვიხსენი. აღმოჩნდა, რომ იქ დაუდასტურდა ერთ-ერთს, რომელიც მკურნალობს.
ჩვენი გუნდის წევრები, ვისაც ჩემთან ჰქონდა შეხება, ახლა გადადიან თვითიზოლაციაში და იკეთებენ ტესტირებას“, – განაცხადა ხაზარაძემ.
ტესტმა covid19-ზე დადებითი პასუხი აჩვენა…დღეიდან გადასული ვარ თვითიზოლაციაში – მამუკა ხაზარაძე
მამუკა ხაზარაძე მსუბუქი სიმპტომებიდან გამომდინარე, ამჟამად იზოლაციაში იმყოფება, თუმცა ამბობს, რომ გართულების შემთხვევაში სტაციონარში გადაიყვანენ.
საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ვითარება პრაქტიკულად საგანგაშოა, უნდა ვთქვათ ეს სიტყვა და მივიღოთ: ენდელაძე
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ლელოს გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ვისთანაც მამუკა ხაზარაძე შეხება ჰქონდა, გადავიდნენ თვითიზოლაციაში. მან მოსახლეობას სიმშვიდისკენ და ყველა წესის დაცვით არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
“ბოლო ერთი თვეა, ვარ საბურთალოს ოფისში. შესაბამისად, მასთან კონტაქტი არ მქონია და არ ვარ იზოლაციაში. რაც შეეხება დღის წესრიგს, ის არ შეცვლილა და ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას, გვექნება შეხვედრები და კომუნიკაცია ამომრჩეველთან, რა თქმა უნდა ყველა წესის მკაცრი დაცვით. მოვუწოდებ ყველას, გავითვალისწინოთ მედიკოსების რჩევა, რომ პანდემიამ უკონტროლო განვითარების სახე არ მიიღოს. პანიკის საფუძველი არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ — ციფრები საკმაოდ მაღალია. მშვიდად უნდა მოვემზადოთ არჩევნებისთვის და მივიღოთ მონაწილეობა, რომ ქვეყანაში ცვლილებები დაიწყოს არჩევნების მეორე დღიდანვე. მთავარია, მოსახლეობა არ მოიცვას შიშმა, რასაც მიზანდასახულად ავრცელებს ხელისუფლება. ფაქტია, ქართული ოცნება ვერ მართავს სიტუაციას და როგორც კი ჩვენ გადავიბარებთ ხელისუფლებას, შევძლებთ როგორც ქვეყნის, ასევე კოვიდის მართვას”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ატარეთ პირბადე, დაიცავით დისტანცია და დაემორჩილეთ პოლიციის მითითებებს: შსს
