LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელფასები იზრდება – როდიდან, რამდენით და ვის გაეზრდება ანაზღაურება

1481
000

2020 წლიდან სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ხელფასები იზრდება – ამის შესახებ დღეს, მინისტრთა კაბინეტის რიგგარეშე სხდომაზე გახდა ცნობილი. 

 

სკოლის მასწავლებლის ხელფასი 300 ლარით, ბაღის მასწავლებლის ანაზღაურება კი, 100 ლარით იზრდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელფასები 2020 წლის სასწავლო წლისთვის გაიზრდება.

“სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება, როგორც მიმდინარე, ასევე მომავალი სასწავლო წლის განმავლობაში. 2020 წლის სასწავლო წლისთვის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება 300 ლარით. 2020 წლის სასწავლო წლისთვის საბავშო ბაღების მასწავლებლების ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

ჯარისკაცების ხელფასები 500 ლარამდე იზრდება

ჯარისკაცების ხელფასები 100-დან 500 ლარამდე, წოდებების მიხედვით გაიზრდება. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გაუმჯობესდება ჯარის ეკიპირება, ამაღლდება კვების ხარისხი, განახლდება და გაუმჯობესდება სამხედრო ინფრასტრუქტურა.

 

სამართალდამცველების ხელფასებიც

„გაგრძელდება ხელფასების მატება სამართალდამცავების, ჯარისკაცებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის. სახელმწიფო, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, ამ ჯგუფს ხელფასს გაუზრდის მინიმუმ 125 ლარით,” – განაცხადა გახარიამ.

 

სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარით იზრდება

2020 წლის პირველი ივლისიდან სოფლის ექიმების ხელფასები 100 ლარი იზრდება – სიახლე პრემიერმა დააანონსა. მისივე თქმით, ეს მინიმუმია, თუმცა აუცილებელი მინიმუმი. 

“რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვესმის, რომ ეს არის მინიმუმი, ის აუცილებელი მინიმუმი, რომლითაც ჩვენ აუცილებლად და ეფექტურად უნდა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს. ხაზგასმით აღვნიშნავ, პირველ რიგში იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყნის განვითარება და მომავალი, ბავშვები, პენსიონერები, მასწავლებლები, ჯარისკაცების, სამართალდამცავები და ექიმები“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღეს, მინისტრთა კაბინეტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე მსჯელობდა.

ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლისთვის 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა დაგეგმილი, ხოლო ბიუჯეტი 16 მილიარდი ლარით განისაზღვრა.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g