LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხელისუფლება მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევას.. არ გამოვრიცხავ, სისხლის დაღვრაც კი დაუშვან“ – პაატა ზაქარეიშვილი

150
პაატა ზაქარეიშვილი

პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ეხმაურება და აცხადებს, რომ „ეს კანონი უფრო რუსულია, ვიდრე რუსული კანონი“. მისივე თქმით, რუსეთი უფრო „პატიოსნად“ იქცევა, რადგან პირდაპირ ამბობს, რომ ამერიკა და ევროკავშირი მისი მტერია.

ზაქარეიშვილი იმედოვნებს, რომ 2023 წლის მარტის აქციებთან შედარებით ქუჩაში მეტი ხალხი გამოვა, თუმცა აქვე ხელისუფლების მზადყოფნაზეც საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ „სისხლის დაღვრაც კი დაუშვან“.

მისივე მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ ახლა უფრო მზად არის კანონპროექტის დასამტკიცებლად, ვიდრე 2023 წელს იყო.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უფრო რუსულია, ვიდრე „რუსული კანონი“, რადგან რუსეთი უფრო „პატიოსნად“ იქცევა, რადგან ამბობს, რომ “ამერიკა და ევროკავშირი ჩემი მტერია”, ამიტომ “ჩემთვის მიუღებელია ამერიკიდან და ევროკავშირიდან წამოსული ფულით რუსეთში სამოქალაქო სექტორი იყოს აქტიური”. ეს არის ამორალური, ცინიკური, მაგრამ რუსეთის ლოგიკური პოლიტიკა ასეთია. როდესაც პაპუაშვილი ნერვიულობს, ნუ ეძახით „რუსულ კანონსო“, ორჯერ უფრო „რუსული კანონია“, რადგან ჩვენ ფარისევლები ვართ, რადგან ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკა და ევროკავშირი ჩვენი მეგობრები არიან, მაგრამ მათ ჩვენი კანონითვე ვსახავთ მტრებად“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის 2023 წელს, პირველ ჯერზე განხილვაზე საუბრისას განაცხადა, „ქართული ოცნება“ შეურაცხყოფილია, რომ 2023 წლის მარტის აქციებზე ქართველმა ხალხმა მათზე გაიმარჯვა.

„უნდა ამოვიდეთ არა ემოციური, არამედ რაციონალური კონტექსტიდან. რაციონალური არის ის, რომ შეურაცხყოფილები არიან, რომ ქართველმა ხალხმა მათზე გაიმარჯვა. მძიმე შლეიფია არჩევნების წინ. შეიცვალა ხელისუფლება, ღარიბაშვილის მთავრობა, რომელმაც ვერ გადაუარა ქართველ ხალხს და ასეთი სირცხვილი აჭამა „ქართულ ოცნებას“ , შეცვლილია და დღეს მოსულია, საკმაოდ, უტიფარი, ცინიკური ფიგურა კობახიძის სახით, რომელმაც, როგორც ჩანს, ივანიშვილის წინაშე ერთ-ერთი ვალდებულება აიღო, რომ თვითონ გამოასწორებს ღარიბაშვილის შეცდომას და ამ ხალხს არაფერს აპატიებს.

მათ კარგად შეისწავლეს რამდენი ადამიანი გამოვიდა [2023 წლის 6-7-8 მარტის აქციებზე], ვინ იყო აქტიური, ლიდერები დათვალეს, მთელი წლის განმავლობაში გამოთვალეს ვინ უფრო აქტიური და პასიურია. იმედია, დღეს უფრო მეტი ხალხი გამოვა, მაგრამ უფრო მზად არიან გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. არ გამოვრიცხავ, რომ სისხლის დაღვრაც კი დაუშვან“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

გიორგი მსხილაძე: პრეზიდენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

პრემიერი: „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს მთავრობისთვის და სამთავრობო დაწესებულებებისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების თაობაზე“

რატომ დააბრუნეს პარლამენტში ერთი წლის წინ გაწვეული კანონპროექტი? – დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ მმართველ გუნდს პირობა არ დაურღვევია

მაია ბითაძე: „თქვენ მართლა ხო არ ფიქრობთ გაგიტარებთ და გაპატიებთ იმის დანგრევას რაც თქვენ არ შეგიქმნიათ? გგონიათ, ჩვენი შვილების მომავალს დაგაზიანებინებთ? ევროკავშირისკენ ღირსებით ვივლით“

„ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას“ – მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

mazda magti 5g