LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მოქალაქე დააკავეს

113
policia

ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული პირი დააკავეს.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულმა წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, ცეცხლსასროლი იარაღით კისრისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ პირს. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის ამჟამადაც განაგრძობს მკურნალობას.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები