LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა რუსული ჯარები ახალ ფაზაში შევიდნენ“: ომის კვლევის ინსტიტუტი

66
ხერსონი

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსული ჯარების მთავარი პრიორიტეტი ხერსონის მიმართულებით, დნეპრის გავლით ჯარების ორგანიზებული გადაყვანა, უკრაინის შეიარაღებული ძალების შეფერხებაა და არა უკრაინის კონტრშეტევის მცდელობების სრული შეჩერება.

ISW-ის ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „აგვისტოდან მოყოლებული ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა – კოორდინირებული ჩაჭრის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავდა, რუსული ჯარების უკან დახევას დნეპრის გასწვრივ, უკრაინის მხრიდან ძირითადი სახმელეთო შეტევების საჭიროების გარეშე, რაც სავარაუდოდ, წარმატებული იყო.“

როგორც ISW წერს, რუსულმა მედიამ ჯარების გაყვანის ბრძანება აღწერა, როგორც მიზანმიმართული დარტყმების ბუნებრივი შედეგი, რაც რუსულ ჯგუფს დასავლეთ სანაპიროზე მთავარი მომარაგების არტერიების ფასად დაუჯდა და რამაც თანდათან შეამცირა მისი საერთო ძალა და შესაძლებლობები.

“მინდა, გავაფრთხილო რუსეთი, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს” – ზელენსკი

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რუსეთის უკან დახევა ხაფანგი იყოს, რომელიც შექმნილია უკრაინული ძალების მოსაზიდად ბრძოლაში [ხერსონის მახლობლად] როგორც ამას ზოგიერთი უკრაინელი და დასავლელი ექსპერტი ვარაუდობს.

„ჩანს მრავალი ნიშანი იმისა, რომ რუსული ჯარები და საოკუპაციო ელემენტები სტაბილურად გადიან დნეპრის დასავლეთ სანაპიროდან, რუსი ოფიციალური პირები კი ხაფანგის კამპანიის მოწყობას ელიან.

რუსეთის სარდლობა, რა თქმა უნდა, შეეცდება შეანელოს უკრაინელი ჯარების წინსვლა, რათა უზრუნველყოს ჯარების მოწესრიგებულად კოორდინირება. შესაძლოა, მათ დატოვონ გარკვეული ძალები, რათა შეაფერხონ უკრაინელების წინსვლა ხერსონში“,– აცხადებენ ომის კვლევის ინსტიტუტში.

“გამამხნევებელია იმის ნახვა, როგორ ათავისუფლებენ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები მეტ უკრაინულ ტერიტორიას”- იენს სტოლტენბერგი

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხერსონის , ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონები, ანექსირებულად გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონში ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g