LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მინდა, გავაფრთხილო რუსეთი, რომ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს” – ზელენსკი

71
ვოლოდიმირ ზელენსკი

მინდა, გავაფრთხილო რუსეთი, რომ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქების შესაძლო მცდელობა მთელი მსოფლიოსთვის ომის გამოცხადებას ნიშნავს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ზელენსკი ასე გამოეხმაურა, განცხადებას ხერსონიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის შესახებ და განმარტა, რომ უკრაინა სიფრთხილეს გამოიჩენს.

“მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ “კახოვსკის” ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება. როცა იბრძვი, უნდა გესმოდეს, რომ ყოველი ნაბიჯი მტერთან შეწინააღმდეგებაა. ამიტომ ძალიან ფრთხილად ვმოძრაობთ”, – აცხადებს ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, რუსულმა სამხედრო ნაწილებმა ხერსონის დატოვება დაიწყეს.

ამავე თემაზე:

Bloomberg: ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება

“გამამხნევებელია იმის ნახვა, როგორ ათავისუფლებენ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები მეტ უკრაინულ ტერიტორიას”- იენს სტოლტენბერგი

“რუსეთი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა” – ზახაროვა

რუსული მედია: რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ

შექმნილი რეალობის გათვალისწინებით რუსეთი მზად არის უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის: ზახაროვა

ხერსონელებო, კეთილი იყოს სახლში დაბრუნება: არესტოვიჩი

კადიროვი: გენერალმა სუროვიკინმა გააკეთა რთული, მაგრამ სწორი არჩევანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g