LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმაური საკრებულოში: ირაკლი ნადირაძემ კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა – „დაჯექი, ორიანი“

427
Untitled design (4)

დედაქალაქის საკრებულოში სხდომა იმართება, რომელზეც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის – მერის მოადგილეების, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელებისა და გამგებლების დამტკიცების საკითხზე მსჯელობენ.

სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ირაკლი ნადირაძემ დედაქალაქის მერი კახა კალაძე კორუფციაში დაადანაშაულა

„ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში თქვენ ნათლიმირონ წულაიას ვარკეთილის მესამე მასივში 16 მილიონი ლარის ქონება 1 ლარად გადაეცით.

მაინტერესებს, ამ მერობის პერიოდში კიდევ რამდენი მილიონი ლარის ქონება უნდა გადასცეთ ერთ ლარად თქვენს ნათლმირონებს?

ასევე, ბატონო კახი, წინა მერობის პერიოდში, თქვენ მეგობარს ბექა ოდიშარიას 200 000 ლარის ქონება გაუცვალეთ 5 მილიონ ლარში.

ასევე, თქვენი კომოს ტბის ძმაკაცებს, ბარვენაშვილს, ქარაზანაშვილს, თქვენს ძმაკაცებს „ცენტრ პოინტის“ 35 მილიონიანი ქონება, ფინანსები უნდა განაკარგვინოთ

და მაინტერესებს, კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა მისცეთ თქვენს ძმაკაცებს?

მილანური ნაძვის ხე, მილანური განათებები, მილანური სკამები, მილანური ბუჩქები და ხეები, საბავშვო საქანელები, ბატონო კახი, მაინტერესებს კიდევ რამდენი მილიონი ლარი უნდა გაზიდოთ თბილისის ბიუჯეტიდან მილანში?

ბატონო კახი, თქვენ გვპირდებოდით, რომ დიღმის ჭალებში მოეწყობოდა დიდი საქალაქო პარკი. ორჯერ ტენდერიც კი გამოაცხადეთ, მაგრამ დღეს ეს ტენდერი შეწყვეტილია და ფაქტობრივად, იქ დღეს ეკოციდი არის მოწყობილი, იმიტომ, რომ ივანიშვილის დისშვილი მოიპოვებს სამშენებლო კარიერს, ფაქტობრივად განადგურებულია ყველაფერი და მაინტერესებს, როდემდე აპირებთ ამ გამწვანების და რეკრეაციული ზონების სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილის დისშვილებს, ძმისშვილებსა და ნათესავებს ფული აშოვნინოთ.

ყველას კარგად გვახსოვს აფრიკაში, როგორ დაანგრიეთ საწყალი ხალხის ქოხები. მაინტერესებს, ორბელიანის მოედანი ცხრაჯერ რომ გახსენით, ბიძინა ივანიშვილის უკანონო მშენებლობა ვერ შეამჩნიეთ? როდემდე აპირებთ, გააგრძელოთ თვალების დახუჭვა ბიძინა ივანიშვილისთვის და მათი ნათესავებისთვის.

და ბოლოს, ეს ელიტური სახლი, მე არ ვიცი რამდენად გეცნობათ, ეს არის ასევე ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილის თუ დისშვილის კობახიძის სახლი, სადაც მამათქვენის, კარლო კალაძის კარის მეზობლები არიან. მაინტერესებს, სამართლიანია, რომ თქვენ, ამდენი კორუფციული ფაქტის და სკანდალის შემდეგ აქ იყოთ და მთავრობას ამტკიცებდეთ და ქვეყნის მთავარი რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი გყავდეთ ციხეში? იმიტომ გინდათ ივანიშვილის გუნდი, რომ ფულები იშოვნოთ, გამდიდრდეთ და თქვენს მილიარდებსა და მილიონებს დამატებით მილიარდები და მილიონები შემატოთ“, – განაცხად ნადირაძემ.

მას თბილისის მერმა კახა კალაძემ ასე უპასუხა:

„დაჯექი, ორიანი. ორიანი ირაკლი, დაჯექი“, – მიმართა კალაძემ ნადირაძეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები