ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი პირი დაშავდა. ამის შესახებ „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
თვითმხილველის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაშავებული არიან მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაზიანდა იქვე მდგომი ორი მსუბუქი ავტომანქანაც.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.