LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხორავას ქუჩის საქმის გირგვლიანის საქმესთან შედარება არის სპეკულაცია და ვერ მივიღებთ – ირაკლი კობახიძე

95

ხორავას ქუჩის საქმის გირგვლიანის საქმესთან შედარება არის სპეკულაცია და ვერ მივიღებთ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან განაცხადა.

მისივე თქმით, გირგვლიანის საქმეზე დანაშაული ხელისუფლებამ ერთი ადამიანის მიმართ ჩაიდინა, ეს კი არის სისხლის სამართლის საქმე.

„ხელისუფლებას არ აქვს არავითარი ინტერესი ზოგადად სისხლის სამართლის საქმეების მიმართ და მითუმეტეს, როცა ამხელა ტრაგედიასთან გვაქვს საქმე. გვესმოდა გვირგვილიანის საქმესთან შედარებები, რაც მიუღებელია, ეს იყო საქმე, როცა ერთი ადამიანის მიმართ ჩაიდინა დანაშაული ხელისუფლებამ ეს იყო ხელისუფლების შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში გვაქვს მძიმე დანაშაულთან საქმე, რომელიც უნდა იქნას გამოძიებული და ჩვენი ინტერესია გაეცეს ყველა კითხვას პასუხი ყოველგვარი შედარება გირგვლიანის საქმესთან არის სპეკულაცია და ვერ მივიღებთ,“ – აღნიშნა კობახიძემ.

ირაკლი კობასხიძემ ასევე ისაუბრა პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებზე და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ასეთი პირი საზოგადოებამ უკვე იხილა და ის არის ნიკვა გვარამია. კობახიძის განმარტებით, სწორედ ნიკა გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ფუთავდა  სანდრო გირგვლიანისა და 7 ნოემბრის საქმეებს.

პოპულარულები