LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ხვალ ნიკოს და ანას Graduation-ია, რომელიც ორივე ოჯახს უნდა გვეზეიმა პარიზში, ნიკო, შენ ზეცაში და ანა, ჩემო გოგო, შენ აქ გილოცავთ” – ნიკო კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი

35152
ნიკოკვარაცხელიას

ნიკო კვარაცხელიას დედა იზა ომაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. როგორც მოკლული ახალგაზრდის დედა წერს, ხვალ ნიკოს და მის საცოლეს გამოსაშვები საღამო უნდა ჰქონოდათ პარიზში.

“ხვალ ორ ივლისს ნიკოს და ანას Graduation -ია, რომელიც ორივე ოჯახს ერთად დიდი სიხარულით უნდა გვეზეიმა პარიზში! დღეს სულ სხვა რეალობა გვაქვს!

ყველას განგიცდიათ, იცით რამხელა ემოცია სდევს ამ რიტუალს, როდესაც შვილი წარმატებულად ამთავრებს ინსტიტუტს, როცა ინსტიტუტს ეამაყება საფრანგეთში ქართველი სტუდენტი, თავისი საქმით, განათლებით, წარმატებით!

ურთულესია ხვალინდელი დღე. ვფიქრობ ტრაგედიაა, როდესაც საკუთარ ქვეყანაში სწორედ ამ განათლებას და ნიჭს არ გაპატიობენ!

ეს ინსტიტუტის საჩუქარია, ამ ქუდს ნიკო ვერ დაიხურებს ფიზიკურად, ვფიქრობ ზეცაში მას უკეთესი აქვს, მაგრამ ერთი კი ვიცი, იუდას ქუდის ტარებას პლუს სათვალე თანაც ფერად “შავი”დიდხანს მოუწევს ნიკოს საქმეში მონაწილეებს, ვერც სინანულს გატყობთ და ვერც საქმის წინ წასაწევად სიმართლის თქმას. უფლის გეშინოდეთ შვილებო, უფალი გულსაც და ფიქრებსაც გიკონტროლებთ!!!

ნიკო, შენ ზეცაში და ანა ჩემო გოგო შენ აქ გილოცავთ!!!

მზე ისევ გვათბობს, როგორც გვათბობდა, ვერ გათვალა ბოროტმა, რომ “მზე ჩასვლის შემდეგაც რჩება მნათობად…”
ნიკოსთან ერთად ყველაფერი ლამაზია”, – წერს იზა ომაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g