LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხვალ საქართველოს პოლონეთის პრეზიდენტი – ანდჟეი დუდა ეწვევა

54
ადჟეი დუდა

ხვალ, 26 მაისს საქართველოს პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ორდღიანი ვიზიტით ეწვევა. ანდჟეი დუდა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა და ამ დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტსაც დაესწრება.

27 მაისს კი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის შეხვდება. ასევე, ანდჟეი დუდა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე კრუკოვსკის სახელობის ქართულ-პოლონური ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრის, ქუთაისის არქეოლოგიურ აღმოჩენებს გაეცნობა.

მოგვიანებით კი, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. გარდა ამისა, 27 მაისს პოლონეთის  პრეზიდენტი პრემიერ-მინისტს ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები