ხვიჩა კვარაცხელიას და ზურიკო დავითაშვილის სახლი გაქურდეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Geo Team-ი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, ხსენებული ფაქტი კანში დასვენების დროს მოხდა.
„წაღებულია სახლიდან ყველაფერი: ძვირფასეულები, ჩანთები და საათები…
როგორც შევიტყვეთ, ქურდობა მაშინ მოხდა, როცა ფეხბურთელები ოჯახის წევრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდნენ.
საბედნიეროდ, დაშავებული არავინაა“, – ვკითხულობთ ტექსტში.