საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5486 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 46 პაციენტი.
ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 2893 პირი.
გუშინ საქართველოში 57 546 ტესტი ჩატარდა.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 9,53%, ბოლო 14 დღის – 8,1%, ბოლო 7 დღის – 9,63%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 968 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 916 421 გამოჯანმრთელდა, 14 264 კი, გარდაიცვალა.
სულ ჩატარდა 2 565 599 აცრა, დღიურად აცრილია 10 881.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 486 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი — 2 985;
- აჭარა — 569;
- იმერეთი — 563;
- ქვემო ქართლი — 205;
- შიდა ქართლი — 282;
- გურია — 145;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი — 290;
- კახეთი — 192;
- მცხეთა-მთიანეთი — 131;
- სამცხე-ჯავახეთი — 84;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 40.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 37 602 საიდანაც, 4 431 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 1 083, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 281 .
