LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ 7 განაცხადი Diddy-ის წინააღმდეგ, მათ შორის ერთი 13 წლის გოგონაა – სკანდალური საქმის ახალი დეტალები

310
page

Diddy-ის გარშემო სკანდალი არ ცხრება. ამჯერად ტეხასელმა ადვოკატმა, ტონი ბუზბიმ კიდევ 7 მოსარჩლის შესახებ განაცხადა. მათ შორის ერთი-ერთი 13 წლის გოგონაა. მისი ცნობით, რეპერმა არასრულწლოვანს სასმელში ნარკოტიკული საშუალებები ჩაუყარა და მასზე სექსუალურად იძალადა.

ცნობისთვის, გამოცემა BBC-ის ცნობით, Diddy-მ შურისძიების მიზნით გააუპატიურა ქალი, რომელმაც მას ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა. ეშლი ფერჰემი კალიფორნიის პროკურატურაში შეტანილ სარჩელში აცხადებს, რომ რეპერი მას დანით, სახის დასახიჩრებით დაემუქრა. აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით რეპერს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა 18 სექტემბერს, Daddy-მ სასამართლო მოსმენაზე სხვა ბრალდებები უარყო.

შეგახსენებთ, დოკუმენტების თანახმად, Diddy-ის მიმართ ბრალდება რეკეტსა და ტრეფიკინგს ეხება. რეპერის მეზობლებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ მის სახლში ხშირი იყო საეჭვო წვეულებები. ამჟამად, ,,დიდის” წინააღმდეგ, არაერთი სარჩელია აღძრული, რომელთაგან უმრავლესობაში მას ბრალს სექსუალურ ძალადობაში სდებენ. ბრალმდებლები გამომძიებლებმა უკვე დაკითხეს.

Diddy-მ შურისძიების მიზნით გააუპატიურა ქალი, რომელმაც მას ლეგენდარული რეპერის, 2Pac-ის მკვლელობა დააბრალა – სკანდალი გრძელდება

Diddy-მ შუა საუბრის დროს ახალგაზრდა მამაკაცს შარვლის გახდა სთხოვა – რეპერს სექსუალურ ძალადობაში კიდევ 2 ქალი და 4 კაცი ადანაშაულებს – რა წერია სარჩელში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები