LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთი საინტერესო რჩევა მათთვის ვინც საკუთარ წონას ვერ უმკლავდება

54

„ვარჯიში, რომ წონაში დასაკლებად საუკეთესო საშუალებაა, ყველა ერთხმად თანხმდება. თუმცა, თუ გინდათ, რომ პროცესი დააჩქაროთ მიაქციეთ ყურადღება ყურებს.“ – გვირჩევენ კორეელი  მეცნიერები.

რამდენიმე ხნის წინ კორეელმა მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი : პაციენტებს, რომლებიც კონსულტაციაზე იმყოფებოდნენ წონაში დაკლებაზე, დაუნიშნეს 8 კვირიანი დიეტა, სპორტდარბაზში სიარული და 5 ქინძისთავი ყურის კონკრეტულ ადგილებში დასამაგრებლად, რომლებიც როგორც მეცნიერები ამბობენ, ადამიანის შრომისუნარიანობასთან და ენერგიის ადვილად აღდგენასთან არის დაკავშირებული.

გამოკვლევებმა ასეთი შედეგი აჩვენა: პაციენტების უმეტესობას, ვინც პირნათლად შეასრულა დანიშნული დავალებები, 6%-ით მეტი დაიკლო წონაში, ვიდრე გამოკვლევაში მონაწილე დანარჩენმა მონაწილეებმა.

შესაბამისად გამოკვლევების შედეგად დაადგინეს, რომ დიეტასთან და ვარჯიშთან ერთად, ყურის მიდამოებში „დარჭობილი“ 5 ქინძისთავის დახმარებით, თქვენი წონაში კლების კოეფიციენტი, 6%-ით იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები