BBC-ს მიერ მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია მოხსენიებული, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ეხმიანება და აცხადებს, რომ „ესაა კიდევ ერთი შემახსენებელი, რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და საგამოძიებო ორგანოების ქონა“.
დავით კეზერაშვილი განცხადებას ავრცელებს
ელჩის თქმით, დეტალების შესახებ ინფორმირებული არ არის.
„არ მომცემია საშუალება, მომესმინა და წამეკითხა სრული ისტორია და დეტალების შესახებ ინფორმირებული არ ვარ. თუმცა, ისე ჟღერს, რომ ესაა მაგალითი და კიდევ ერთი შემახსენებელი, თუ რატომაა ღირებული დამოუკიდებელი, კომპეტენტური საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოების ქონა, რომლებიც შეისწავლიან მსგავს ბრალდებებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყონ ხალხის უფლებების დაცვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში.
ამავე თემაზე:
„რისი სუსია, თუ თვალწინ ჰქონდა უზარმაზარი „ქოლ-ცენტრი“, სადღაც კორპუსში და ამას ვერ ატყობდა? მაშინ ახლავე უნდა წავიდნენ ციხეში“ – გოცირიძე