LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kid’s Choice Awards-ის ნომინანტები ცნობილია – დაჯილდოებას თაილა წაიყვანს

109
download

სატელევიზიო არხის – ,,ნიკელოდეონი” ყოველწლიური, Kid’s Choice Awards-ის ნომინანტთა სია ცნობილია. ცერემონიაზე, რომელიც 21 ივნისს, კალიფორნიაში გაიმართება, გამარჯვებულებს მუსიკის, კინოს, ტელევიზიისა და სპორტის ნომინაციებში გამოავლენენ.

38-ე დაჯილდოებას, თაილა წაიყვანს. სამხრეთ აფრიკელი არტისტი წამყვანის ამპლუას, პირველად მოირგებს.

დაჯილდოების ყველაზე მეტი, 8 ნომინაცია ბროდვეის მიუზიკლის – Wicked მხატვრულმა ეკრანიზაციამ მიიღო.

მუსიკალური კატეგორიის ტოპ ნომინანტებად, არიანა გრანდე, კენდრიკ ლამარი და ლედი გაგა დასახელდნენ. მათ 4-4 ნომინაცია მიენიჭათ.

შეგახსენებთ, რომ შარშან, Kid’s Choice Awards ანიმაციური სერიალის – SpongeBob SquarePants 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. პირველად, დაჯილდოების ისტორიაში, ღინისძიებას საკულტო სატელევიზიო შოუს პერსონაჟების – ,,ღრუბელი ბობისა” და ,,პატრიკ სტარის” სახით, ვირტუალური წამყვანები ჰყავდა.

ფოტო/ვიდეო: Nickelodeon-ის Kid’s Choice Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები