კიმ კარდაშიანმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოსესიიდან ფოტოების სერია გაავრცელა, რომელსაც აჟიოტაჟი მოჰყვა. საქმე ისაა, რომ 44 წლის ვარსკვლავს თეთრი, სხეულზე მომდგარი კომბინეზონი აცვია, სწორედ ისეთი, როგორშიც ჩვენ ხშირად გვინახავს კანიე უესტის აწ უკვე ექს-მეუღლე, ბიანკა სენსორი.
ინტერნეტმომხმარებელთა აზრი ორადაა გაყოფილი, ზოგი ფიქრობს, რომ კიმი ბიანკას ჰბაძავს, ზოგიც ფიქრობს, რომ რეალითი შოუს ვარსკვლავმა მსგავსი „ლუქი“ შეგნებულად მოირგო.
„სპეციალურად გააკეტა ეს“, „კიმს უფრო უხდება“, „უესტის ტყუპები“, „ძალიან ჰგვანან ერთმანეთს“, – არ წყდება კომენტარები.
ცნობისთვის, კიმი რაიან მერფის შოუში, სახელწოდებით „ყველაფერი წესის მიხედვით“, იღებს მონაწილეობას, რომელშიც მთავარ როლს ასრულებს, მას კი პარტნიორობას სწორედ მეთიუ ნოსკა უწევს. სერიალში აგრეთვე ისეთ ლეგენდარულ მსახიობს ვიხილავთ, როგორიც გლენ კლოუზია.
ფოტო: ქორწილია, ქორწილი! – 44 წლის კიმ კარდაშიანი და 32 წლის მეთიუ ნოსკა მალიბუს სანაპიროზე
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-18_12-55-15_095981.jpg)