კიმ კარდაშიანის ფიგურა გულგრივს ვერავის ტოვებს: ერთი ნაწილი თვლის, რომ კანიე უესტის მეუღლის სხეული სექსუალური და მიმზიდველია, სხვების აზრით კი, სკანდალური ქალბატონის ფიგურა შეუხედავია. ნებისმიერ შემთხვევაში, თავად მისის უესტი ამ შედეგზე შეჩერებას არ აპირებს: არსებობს ვერსია, რომ კიმი ორი ნეკნის ამოღებას გეგმავს, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს.
დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ 37 წლის კიმი საკუთარი სხეულით უკმაყოფილოა, ამიტომ მიმდინარე წელს ის ქირურგიულ დახმარებას მიმართავს: „კიმი გეგმავს თეძოებიდან ცხიმი შეიმციროს და ორი ნეკნი ამოიღოს“, – აცხადებს წყარო.
მისი ახლობლები კი შიშობენ, რომ კიმის ეს მონდომება შესაძლოა, საკმაოდ ცუდად დასრულდეს და მრავალჯერადმა ოპერაციებმა მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად იმოქმედონ.
A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on
A post shared by Kim Kardashian West (@kimkardashian) on