კიმ კარდაშიანმა სხეულის მაკორექტირებელი თეთრეულის ხაზის გამოსვლის შესახებ განაცხადა. ამერიკელი სატელევიზიო სახის ახალ ბრენდს – Kimono ჰქვია.
ჯერჯერობით უცნობია, როდის ჩაეშვება გაყიდვაში კოლექცია. 38 წლის სელებრითის ინფორმაციით, საცვლების შეძენას მომხმარებელი უახლოეს მომავალში შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ 4 შვილის დედა ახალი წამოწყებისთვის 15 წელი ემზადებოდა. მან ,,ინსტაგრამზე” სიახლის პირველი საიმიჯო ფოტოები გამოაქვეყნა, რომლის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობა თავადაც მიიღო.
