LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიმი თუ მონიკა?“ – მერლინ მონროს შემდეგ, კიმ კარდაშიანმა თვალი მონიკა ბელუჩის დაადგა

813
page

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ კიმ კარდაშიანი საკულტო „ლუქების“ კოპირებითაა შეპყრობილი. მან „მეტ გალაზე“ ჯერ მერლინ მონროს ორი საკულტო კაბა მოირგო, სულ ცოტა ხნის წინ კი მონიკა ბელუჩის „ლუქი“ გაიმეორა.

კაბა 5 მილიონად – „მერლინ მონროს საკულტო კაბის ჩაცმა სარისკო იყო“ – ახალი დეტალები კიმ კარდაშიანის ავანტიურულ გადაწყვეტილებაზე

ფოტო: „ეს არის საშუალება ჩემი შინაგანი მერლინი აღმოვაჩინო“ – კიმ კარდაშიანმა მერლინ კონროს გარდერობი შტურმით აიღო 

 რეალითი შოუს 41 წლის ვარსკვლავმა  „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, სადაც „დოლჩე და გაბანას“ ღვინისფერი, ხავერდის კორსეტი აცვია. აღნიშნულ „ლუქს“ კიმმა საყვარელი ბრენდის, „ბალენსიაგას“ ლეგინსები შეუხამა, აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს კორსეტი ამშვენებდა მონიკა ბელუჩის 1991 წელს.

კარდაშიანების ფოტოების სერია სწორედ რომ მონიკა ბელუჩის ფოტოთი სრულდება.

„La Dolce Vita (ტკბილი ცხოვრება)“, – ასე დაასათაურა ფოტოები კიმმა.

ბუნებრივია, კარდაშიანის ქმედება არ დარჩა კრიტიკის გარეშე. „მის თავხედობას საზღვარი არ აქვს“, „რატომ აკოპირებს ყველას“, „კიმი თუ მონიკა?“, – წერენ კომენტარებში.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Kim Kardashian (@kimkardashian)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები