საშობაო ფილმების ვარსკვლავი კირა ნაიტლი პაპარაცებმა ამჯერად ახალი ფილმის მზადების პროცესში დააფიქსირეს. მსახიობი ლონდონში, ფილმის „შავი მტრედები“ გადაღებებზე იმყოფებოდა.
კირა ყავისფერ პალტოსა და შლაპაში იყო გამოწყობილი. წვიმიან ამინდში კი მას გადასაღებ მოედანზე ქოლგით პერსონალი ემსახურებოდა.
როგორც ვიცით, ეს გახლავთ „ნეტფლიქსის“ ახალი სერიალი, რომელიც შობის დღეებში მიმდინარე მოვლენებს აღწერს.
კირა სერიალში მოსიყვარულე მეუღლისა და დედის როლს ასრულებს, რომელიც ჯაშუშის საიდუმლო ცხოვრებას ეწევა.
3 ახალი საშობაო ფილმი, რომელიც ეკრანებზე მალე გამოვა და ჯადოსნურ განწყობას შეგიქმნით
5 კლასიკური საშობაო ფილმი, სადაც ახალი წელი მართლა ჯადოსნურია