LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კითხვარიც და პასუხებიც საჯარო უნდა იყოს – უნდა ვიცოდეთ რა უპასუხა ხელისუფლებამ, ჩვენი სახელით ევროკავშირს: ვანო ჩხიკვაძე ევროკავშირის კითხვარის შევსებაზე

373
ვანო ჩხიკვაძე

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კითხვარის გადაცემასთან დაკავშირებით საუბრობს.

მისი განმარტებით, კონკრეტული გადაწყვეტილება საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ივლისის ბოლოსკენ იქნება ცნობილი.

ვანო ჩხიკვაძის განმარტებით, აუცილებელია, რომ კითხვარის შევსების პროცესში ჩართული იყოს, არამხოლოდ ხელისუფლების, არამედ სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციის წარმომადგენლები.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია კითხვარიც და პასუხებიც იყოს საჯარო, რათა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რა უპასუხა ხელისუფლებამ, ჩვენი სახელით ევროკავშირს.

კითხვარი არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ევროკავშირი იღებს დამატებით ინფორმაციას იმისათვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით შეფასების დოკუმენტი მოამზადოს. ევროპული კომისია, შეფასების დოკუმენტს ამზადებს და ეს კითხვარი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. მათ დამატებით სჭირდებათ კონკრეტული ინფორმაცია, იმაზე, თუ რა მდგომარეობაა ქვეყანაში პოლიტიკური კუთხით. კითხვარი ასევე მოიცავს მართლმსაჯულების სფეროს, სასამართლოს რეფორმას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, კანონის უზენაესობას და ა.შ.

ეს ერთ-ერთი პროცედურული საკითხია, რომელსაც გავდივართ და ამის შემდგომ, ერთ თვეში უნდა მოყვეს შეფასების დოკუმენტი, რომელიც ევროპულმა კომისიამ უნდა წარმოადგინოს. საბოლოო გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მიერ იქნება მისაღები და დაახლოებით ივლისის ბოლოსკენ, ჩვენ ველოდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებას საქართველოსთან, უკრაინასთან და მოლდოვასთან დაკავშირებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. 

კითხვარის შევსების პროცესში ხელისუფლებასთან ერთად ჩართული უნდა იყვნენ სამოქალაქო სექტორი და ოპოზიციის წარმომადგენლები. ეს არ არის ვინმეს ექსკლუზიური უფლება, ევროინტეგრაციის პროცესზე ჰქონდეს კონტროლი და იყოს ჩართული, ეს ჩვენი ხალხის არჩევანია. ეს არ არის არც წინა, არც არსებული და არც მომავალი ხელისუფლებების დამსახურება, შესაბამისად ყველას, ვისაც შეუძლია, რომ ერთი აგური დადოს, მგონია, რომ ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული. ამ პროცესის გახსნაზე პასუხისმგებელია ხელისუფლება.

კითხვარიც და პასუხებიც საჯარო დოკუმენტი უნდა იყოს. ეს არის პასუხები, რომელსაც საქართველო ქართველი ხალხის სახელით აგზავნის. ვის თუ არა ჩვენ, უნდა გვქონდეს წვდომა და ვიცოდეთ რა უპასუხა ხელისუფლებამ, ჩვენი სახელით ევროკავშირს“, – აცხადებს ჩხიკვაძე. 

პრეზიდენტი: ისტორიაში ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღეა – უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, რომ არა თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა

ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი, ვანო ჩხიკვაძე თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს, რადგან საქართველოს უკრაინა ყოველთვის გვერდში ედგა და ეს ჩვენთვის მორალური საკითხია. 

„საქართველოს ხელისუფლების უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ უნდა ჩნდებოდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას, რომელიც გვერდით გვედგა და მხარდაჭერას ვგრძნობდით, იქ ჩავიდეთ… ეს მორალური საკითხია. ამას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს“, – აცხადებს ვანო ჩხიკვაძე.

magti 5g