LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლინიკებში სახელმწიფოს მიერ ჩარიცხული თანხები პერსონალამდე არ მიდიოდა – მინისტრი კოვიდპანდემიის დროს გაფლანგულ თანხებზე საუბრობს

149
Untitled design (42)

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც პანდემიის პერიოდში, ექთნებსა და ექიმებს სახელმწიფოს მიერ ჩარიცხულ თანხებს არ უხდიდნენ, ყოველდღე მცირდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევები ნამდვილად არის, როცა პანდემიის პერიოდში, კლინიკები სახელმწიფოს მიერ ჩარიცხულ თანხებს, დასაქმებულებს არ უხდიდნენ. შრომის ინსპექცია ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობს იმ კლინიკებთან შეთანხმებას, მოლაპარაკებას, ვისაც, სამწუხაროდ, დღეისათვისაც აქვს ექთნების, ექიმების დავალიანება.

ეს არ არის ის დავალიანება, რაც მათ თავიანთი ხარჯით უნდა გაესტუმრებინათ, რადგანაც სახელმწიფო კონკრეტული მიზნობრიობით რიცხავდა ამ კლინიკებში თანხას და სამწუხაროდ, პერსონალამდე ეს თანხა არ მიდიოდა.

მიხარია, რომ ამ კლინიკების სია ყოველდღიურად მცირდება, მაგრამ პრობლემები ისევ რჩება. ვფიქრობ, რომ ის რამდენიმე ათეული კლინიკა, სადაც ისევ პრობლემაა, ძალიან მალე დაასრულებს მუშაობას და გამომუშავებულ კუთვნილ ანაზღაურებას, იმას, რასაც პანდემიის პერიოდში სახელმწიფო ექთნებსა და ექიმებს უხდიდა, ადრესატამდე მიიყვანს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, შემოწმების შედეგად დასტურდება, რომ კოვიდკლინიკების უმრავლესობას სახელმწიფომ 2 წლის განმავლობაში 1 მილიარდ ლარზე მეტი ცარიელ საწოლებში გადაუხადა, რისი საჭიროებაც არ იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g