ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი, ,,კოაჩელა”, რომელიც უკვე 19 წელია კალიფორნიაში იმართება, ამჯერად ორ კვირიანი იქნება.
რამდენიმე საათის წინ, ქსელში ღონისძიების ოფიციალური პოსტერი გამოქვეყნდა, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ფესტივალის ჰედლაინერები Childish Gambino, Tame Impala და არიანა გრანდე იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ ინდიოში ჩასული მელომანების განწყობაზე ასევე ისეთი შემსრულებლები და ბენდები იზრუნებენ, როგორებიც: ჟანელ მონე, ქალიდი, სოლანჟი, ჯეი ბალვინი, ბედ ბანი, ქიდ ქუდი, Juice WRLD, The 1975 და სხვები არიან.
,,კოაჩელას ფესტივალი” 12-14 და 19-21 აპრილს გაიმართება.