LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: ენმ, „ლელო“, „გირჩი“, გახარია, ვაშაძე – ყველანი არიან გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტები, გახარიამ იმდენი უბედურება გააკეთა დავალებებით

165
fot

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ივნისში საქართველოს ყველანაირად ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, რაც დასავლეთმა თვითონვე აღიარა, მაგრამ მაშინ ამაში „გლობალური ომის პარტია“ ჩაერია. როგორც ირაკლი კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში აღნიშნა, ისევე, როგორც ცალკეული ევროპარლამენტარები, ქართული ოპოზიციის ნაწილიც გლობალური ომის პარტიის აგენტები არიან.

„როდესაც გადაწყვეტილება მიიღება, მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ევროკავშირზე ზემოქმედება, ვინაიდან, კონსენსუსით მიიღება გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით..

სრული კონსენსუსია საჭირო. საკმარისია, 27 ქვეყნიდან ერთი გარეთ გამოწიო, სტატუსი არ მოგენიჭება. ნახეთ რა მარტივია გლობალური ომის პარტიისთვის ზემოქმედება.

კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ თვითონვე მოდის რუსული რუბლებით, ისვრის სხდომათა დარბაზში, მერე გვიწევს, რომ დედა ვაგინოთ, კი ირგებენ, მაგრამ მაინც პოლარიზაციაა ეს ყველაფერი

„ნაცმოძრაობა“ გლობალური ომის პარტიის საცოდავი აგენტურაა აქ. „ნაცმოძრაობაში“ არ ვგულისხმობ თან პარტია „ნაცმოძრაობას“, იმას თავისი გაჭირვება აქვს. აქ არის კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი: პარტია „ნაცმოძრაობა“, „ლელო”, გახარია, „გირჩი“, ვაშაძე – ესენი ყველანი არიან „გლობალური ომის პარტიის“ საცოდავი აგენტები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„რასამ ან კუბილიუსმა კი არ უნდა გადაწყვიტონ, ვინ არის ოლიგარქი, სამართლებრივი მტკიცებულებებით უნდა განისაზღვროს” – კობახიძე

წამყვანის კითხვაზე, მმართველი პარტიის ლიდერი, გახარიასაც თუ გულისხმობს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობაში“, კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერიც მათ რიცხვშია.

„აბა რა, გახარიამ იმდენი უბედურება გააკეთა დავალებებით: პანკისი, 20 ივნისი და ა.შ. – ეს ცალკე თემაა, მაგრამ ეს ყველაფერი სინამდვილეში, არის საცოდავი აგენტურა. რა თქმა უნდა „ნაცმოძრაობას“ არ ვგულისხმობ, მაგრამ ვგულისხმობთ „გლობალური ომის პარტიას“. საკმარისია, ერთი ქვეყანა 27-დან გამოსწიონ და საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g