LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე პრეზიდენტზე: კიდევ კარგი, მართლა მთავარსარდალი არ არის

113
ing

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და პრეზიდენტის მიერ გუშინ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ასევე გაიხსენა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც საქართველოში მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს.

კობახიძემ თქვა, რომ ეს ღიმილის მომგვრელია და აღნიშნა, რომ კარგია, ზურაბიშვილი ქვეყნის მთავარსარდალი რომ არ არის:

“როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, არ ვიცი, ეს ღიმილის მომგვრელია, კიდევ კარგი, სალომე ზურაბიშვილი მართლა მთავარსარდალი არ არის.

40 კილომეტრში გვიყენია რუსეთის ჯარები, ორი რეგიონი წინა ხელისუფლების წყალობით ოკუპირებულია, პირდაპირ რუსეთს გადასცეს და ასეთ დროს სალომე ზურაბიშვილი რომ ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, არ ვიცი, რა კრიტიკას უძლებს ეს ყველაფერი.

ფორმალური მთავარსარდალია, ანუ მას არ შეუძლია სამხედრო ძალების მართვა კონსტიტუციის მიხედვით – კონსტიტუციაში წერია, რომ მშვიდობიან პერიოდში სამხედრო ძალებს მართავს თავდაცვის მინისტრი და ომის პერიოდში – პრემიერ-მინისტრი, აქედან გამომდინარე, პრეზიდენტი არის სიმბოლური და არა ფაქტობრივი მთავარსარდალი”, – აღნიშნა კობახიძემ.

პოპულარულები