კოკა-კოლამ და ჯეისონ დერულომ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჰიმნი დაწერეს. ცნობილი შემსრულებლისა და არანაკლებ ცნობილი ბრენდის საერთო ნამუშევარი კომპოზიცია – Colors გახდა. ნამუშევარი მოსალოდნელ დღესასწაულს და იმ მღელვარებას აღწერს, რომელსაც სულ მალე მთელი მსოფლიო მოიცავს.
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი საერთაშორისო მასშტაბის კულტურული და სოციალური მოვლენაა. მუსიკასა და ფეხბურთს კი ის განსაკუთრებული ემოციები აერთიანებს, რომლებსაც ორივე მათგანი იწვევს. კოკა-კოლაში დარწმუნებულნი არიან, რომ ჯეისონის Colors მთელი მსოფლიო მოისმენს და სიმღერა გულშემატკივრებს განწყობის ამაღლებაშიც დაეხმარება.
მომღერლის განცხადებით, ჰიმნზე მუშაობა მისთვის ძალიან დიდი პატივი იყო და colors-ში მან მთელი მსოფლიოს რიტმი ასახა. ყველაზე სპორტული კომპოზიცია სხვადასხვა ქვეყნებსა და განსხვავებულ კულტურებს ეძღვნება.