LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოხტას მთაზე ავიაციის ჩართვა ვერ ხერხდება – ფერდობზე ხანძრის 4 კერა რჩება

76

დილიდან კოხტას მთის ფერდობზე ავიაციის ჩართვა ვერ მოხერხდა, ამის შესახებ კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა.

მისივე თქმით, ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია.

“3-4 კერა არის, რომელიც შეიძლება, სხვადასხვა ინტენსივობით იქნას განხილული. ვერტმფრენი იყო დღეს უკვე დილას ადრიანად შესული დაზვერვაზე. ალბათ, ცოტა ხანი ვერტმფრენებს მუშაობის საშუალება არ ექნებათ, დაკვამლიანებისა და ნისლის გამო. ნისლი თავისთავად კარგი არის, რადგან ის ტენის შემცველობასაც ნიშნავს ამავდროულად. ასე რომ, ართანის მიმართულებაზე ჩვენ სტაბილური, აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ მყოფი სიტუაცია გვაქვს,” – განაცხადა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები