LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლიმ მაკრეის რალის ავტომობილი აუქციონიდან გაიყიდება

39

აქციონის სახლი Silverstone თებერვალში Race Retro Competition Car Sale-ზე სავაჭროდ რალის Ford Focus-ს გაიტანს, რომლითაც 1999 წელს შოტლანდიელი მრბოლელი, კოლიმ მაკრეი გამოდიოდა. ავტომობილი რომელმაც მონაწილეობა მსოფლიოს რალის ჩემპიონატის 11 ეტაპზე მიიღო, 120 000 – 140 000 ფუნტ სტერლინგად შეაფასეს.

გასაყიდად გამოტანილი Focus-ის შასის ნომერი 68335-ია და ის M-Sport-ის გუნდის საკუთრებაა. პირველად ავტომობილი სტარტზე მსოფლიო ჩემპიონატის ესპანურ ეტაპზე გავიდა. მოგვიანებით, ავტომობილმა მონაწილეობა მსოფლიო პირველობის სხვა ეტაპებზეც მიიღო.

Ford Focus WRC უმკაცრესად გასაიდუმლოებულ პირობებში შეიმუშავეს, ის საგზაო მოდელის ბაზაზე ააწყეს. ავტომობილი აღჭურვილია ტურბირებული ძრავით Zetec E 16V, რომლის სიმძლავრეც 335 ცხენის ძალაა. ის სრულამძრავიანი სისტემით, სამი აქტიური დიფერენციალითა და Brembo-ს მუხრუჭებით არის დაკომპლექტებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები