ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსახიობი კოლინ ფერტი „ბრიჯიტ ჯონსის” ახალ ფილმში არ დაბრუნდებოდა, სიცრუე აღმოჩნდა. მარკ დარსის როლის შემსრულებელი მსახიობი ამ დრომდე ფილმში მონაწილეთა სიაში არ ირიცხებოდა, რამაც მოარული ჭორები გაამყარა. აქამდე ამბობდნენ, თითქოს რომ მისი გმირი ბრიჯიტ ჯონსზე ქორწინების შემდგომ გარდაიცვალა.
ამჯერად კი მსახიობი ლონდონში, ახალი ფილმის გადაღებებზე გამოჩნდა, ის და რენე ზელვეგერი რომანტიკული სცენის გადაღებებზე პაპარაცებმა დააფიქსირეს.
63 წლის მსახიობი შავ კლასიკურ პალტოშია გამოწყობილი და ფანტასტიკურად გამოიყურება, მას გვერდს უმშვენებს 55 წლის რენე ზელვეგერი, რომელიც მწვანე კაბასა და ნაცრისფერ ჟაკეტში პოზირებს.
55 წლის რენე ზელვეგერი „ბრიჯიტ ჯონსის“ ცნობილი ვარდისფერი პალტოთი, ფილმის ახალი ნაწილის გადაღებებზე
ის დაბრუნდა – პირველი კადრები „ბრიჯიტ ჯონსის“ მეოთხე ნაწილის გადაღებებიდან