„დაახლოებით, 5-6 საათი იყო, სამსახურში მიდიოდა, კურიერად მუშაობდა, ქსნის ქუჩაზე ავარია მომხდარა, ბორდიურზე გაჩერდა და უყურებდა ამ ავარიას, ამ დროს, უკნიდან სხვა მანქანა გამოქანდა და დაეჯახა ჩემს გოგოს“, – ასე იხსენებს მაია ნადირაშვილი „პალიტრავიდეოსთან“ საუბარში 6 ივნისს მომხდარ ავარიას, რომლის შედეგადაც მისი 20 წლის შვილი, მარიამ ჩაჩანიძე უკვე მე-5 თვეა კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
„ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავი, როდესაც დამირეკეს, შენი შვილი ავარიაში მოყვაო, თავიდან მეგონა, უბრალო ავარია იყო.. მითხრეს, რატიანის კლინიკაში ჰყავთ გადაყვანილიო. გავიქეცი. გზიდან რომ დავრეკე, უკვე გავიგე, რომ მარიამი კომაში იყო. დღეს გახდა 5 თვე, რაც ამ ამ მდგომარეობაშია..
რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა..
ახლა კიდევ საოპერაციოა.. არანაირ იმედს არ მაძლევენ, მაგრამ მე ფარ-ხმალს არ დავყრი..
ამოიწურა დაფინანსება, ვინ როგორც შეძლებთ, ყველას გთხოვთ, დამეხმარეთ“
საქართველოს ბანკი:
#GE23BG0000000807567300
თიბისი ბანკი:
#GE96TB7405145061100046
მიმღები: მაია ნადირაშვილი (დედა)
