ბრიტანულმა ავტოკომპანია როლს-როისმა, მსოფლიოში პირველი ოთხადგილიანი ავტომობილი „Dawn” წარმოადგინა. იგი აწყობილია კიდევ ერთი უახლესი ავტომობილის, „Wraith“-ს ბაზაზე, რომელიც კუპის ტიპის გახლავთ.
„Wraith“-ისგან განსხვავებით, ახალი მოდელი, 80%-ით არის შეცვლილი. ცვლილებები შეეხო როგორც ინტერიერს, ასევე ექსტერიერსაც. რაც შეეხება ძრავს, ავტომობილი აღჭურვილია V12 ტიპის ძრავით, რომლის სიმძლავრე 563 ცხენის ძალას შეადგენს. ავტომობილი 100კმ/სთ სიჩქარეს 4,9 წამში ანვითარებს, ხოლო 100 კმ-ზე 10 ლიტრამდე ბენზის მოიხმარს.
ახალი “Rolls-Royce Down”-ის ოფიციალური დებიუტი, 15 სექტემბერს, ფრანკფურტის ავტოშოუზე იგეგმება. სადაც პარალელურად წარმოდგენილი იქნება „Mercedes-Benz“-ის ახალი კაბრიოლეტი, რომელიც S-Class-ის ბაზაზე იქნა აწყობილი.