LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრნენ, რომ რევოლუციური გადატრიალებები მოხდებოდა, სემინარების ჩატარების საჯარო მტკიცებულებები არსებობს, ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება, როგორ უნდა მისწოლოდნენ“ – გურამ მაჭარაშვილი

157
გურამ მაჭარაშვილი

„რევოლუციური სცენარები რომ იგეგმებოდა, ამაზე კონგრესშიც კი დაგვიდასტურეს. კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრნენ, რომ რევოლუციური გადატრიალებები მოხდებოდა“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს სემინარების ჩატარების საჯარო მტკიცებულებები. ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება. მისი განცხადებით, ყველაფერი გამოძიებული იქნება:

„რევოლუციური სცენარები რომ იგეგმებოდა, ამაზე კონგრესშიც კი დაგვიდასტურეს. კონგრესმენები საქართველოს ხელისუფლებას დაემუქრნენ, რომ რევოლუციური გადატრიალებები მოხდებოდა. ქვეყანაში სემინარების ჩატარების საჯარო მტკიცებულებები არსებობს, ახალგაზრდებს ასწავლიდნენ, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება, როგორ უნდა მისწოლოდნენ.

თავად რადიკალური ოპოზიციის საჯარო განცხადებებია, დეკანოიძე უკრაინულ არხებზე ლაპარაკობდა, ეს ხელისუფლება უნდა დავამხოთო. ყველაფერი ხელის გულზე დევს. რა თქმა უნდა, გამოძიება ერთ კვირაში არ სრულდება და ეს თქვა ლილუაშვილმაც, რომ ყველაფერს თავის დრო აქვს და ყველაფერი გამოძიებული იქნება“ – აღნიშნა მაჭარაშვილმა პირველ არხთან.

„2023 წელს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების შანსები“ – გრიგოლ ლილუაშვილი

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მტკიცებულებათა ნაწილი, რომელიც ადასტურებს, რომ გასულ წელს გარე და შიდა ძალები ცდილობდნენ გადატრიალებას ძალადობრივი გზით, საჯარო სივრცეში მოხვდა, კიდევ უამრავი მასალა კი თავის დროს ელოდება.

ლილუაშვილმა უპასუხა კითხვას, თუ რა სახის დამატებით ინფორმაციას ფლობდა ანგარიშის იმ ნაწილთან დაკავშირებით, სადაც საუბარი იყო, რომ 2023 წელს გარე და შიდა ძალები ცდილობდნენ გადატრიალებას ძალადობრივი გზით.

„თქვენ თვალწინ და ჩვენ თვალწინ ვითარდებოდა სიტუაცია, როგორც შარშან, როდესაც ბრიფინგი ჩატარდა, იქ „კანვასზე“ იყო საუბარი, იქ კონკრეტულ აქტორებზე იყო საუბარი, რაც ბრიფინგიდან ერთ კვირაში თუ ათ დღეში უკვე პრაქტიკაში განხორციელდა. მეტი რა უნდა გვექნა?! მტკიცებულებათა იმ ნაწილს კარგად გაეცანით ალბათ, საჯარო სივრცეში მოხვდა. იმის იქით არის კიდევ უამრავი მასალა, რომელიც თავის დროს ელოდება“ – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

გრიგოლ ლილუაშვილი: „ბაბლი“ შეიქმნა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში, კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g