LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენმა არქიტექტურის მსოფლიო დედაქალაქის ტიტული მიიღო

128
copenhagencopyrightwebsized

კოპენჰაგენი იუნესკოს არქიტექტურის დედაქალაქი იქნება, თანაც მომავალი სამი წლის განმავლობაში. ოფიციალურ საიტზე გავრცელებული ინფორმაციით, ასეთ სტატუსს იღებენ ის ქალაქები რომელსაც მშენებლობასთან დაკავშირებით თანამედროვე მიდგომები აქვს და ეკოლოგიაზე ზრუნვასაც ცდილობს.

სპეციალისტებმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვეს მშენებლობის ინოვაციურ გადაწყვეტილებებს: უფრო ზუსტად კი, ქალაქში არის მცურავი სახლი, კონსტრუქცია წყალზე ჩერდება როგორც წყლის დონის მატების ასევე კლების დროს. გარდა ამისა, ქალაქში გადამუშავებული ნარჩენებისგანაც აშენებენ სახლს.

გარდა ამისა, 2017 წელს კოპენჰაგენის ცენტრში თანამედროვე ნაგვის გადასამუშავებელი ქარხანაც ააგეს.

ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტურულ პროექტად იქცა ველოსიპედის ხიდი – მეტალის კონსტრუქცია განათებებით, რომელიც ველოსიპედისტებს სწორი მიმართულების პოვნაში ეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები