LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევიდან 9 თბილისს, 2 კი ბოლნისს უკავშირდება – მარინა ეზუგბაია

200
16

კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევიდან 2 ბოლნისს უკავშირდება, ხოლო 9 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით ეს არის ცნობილი წყარო და ახალი კლასტერი არ არის. მარინა ეზუგბაიას განცხადებით ისინი ბინაზე იზოლაციაში იმყოფებოდნენ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათში 11-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულების ციფრმაც მნიშვნელოვნად მოიმატა – 24-ით გაიზარდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები