გასული დღე-ღამის განმავლობაში, კოვიდ-19 კიდევ 382-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 272 601-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში ვირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 280 472-ია.
ახალმა კოვიდინფექციამ კიდევ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 3 765 პაციენტი.
ამ დრომდე:
კარანტინის რეჟიმში რჩება 276 პირი.
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 1 653 ადამიანი.
კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 200-ია.
ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 14 298 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 547, PCR ტესტით – 5 751.
სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.