ავიცრათ ერთმანეთისთვის – იმ შემთხვევაში თუ იმუნიზაციის ნიშნული საჭირო დონეს არ მიუახლოვდა, ქვეყანაში პანდემია ვერ დასრულდება და ყოველ ორ თვეში ახალ-ახალი ტალღა გვექნება – ამბობენ ეპიდემიოლოგები.
ბოლო 2 კვირაზე მეტია ქვეყანაში ყოველდღიურად დაახლოებით 4 ათასი ახლადინფიცირებული გვყავს, ფიქსირდება გარდაცვალების საშუალოდ 40 ახალი შემთხვევა. ექიმები შიშობენ, რომ მალე საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლები აღარ იქნება.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე საგანგაშო მონაცემებზე საუბრობს და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
პროფესორი მაკა ბულეიშვილის განცხადებით, ინფიცირებულთა რიცხვის მატების პარალელურად ხდება დამძიმება პაციენტთა ზოგადი მდგომარეობის, ჰოსპიტალიზაციის სექტორის დატვირთვა და “რა თქმა უნდა, სამწუხაროა, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებლების ზრდაც”
