LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის წყარო შესაძლოა გველები იყვნენ – რას ამბობენ მეცნიერები

3088
pasar-ikan-crop

ჩინეთში აღმოჩენილი ახალი ვირუსი, რომელიც უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაშიც დაფიქსირდა, 20-მდე მსხვერპლი ჰყავს. მსოფლიო ჯანდაცვის მეცნიერებზე დაყრდნობით CNN წერს, რომ ახალი ვირუსის გავრცელების მიზეზი შესაძლოა იყვნენ გველები, ჩინური კრეიტი და ჩინური კობრა. კვლევის ავტორები, რომელთაც მონაცემები ვირუსოლოგთა ჟურნალში გამოაქვეყნეს, ამტკიცებენ, რომ ახალი კორონავირუსი არის ორი კორონავირუსის ნაერთი. მათ მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, მკვლევარები აცხადებენ, რომ ვირუსის წყარო დიდი ალბათობით გველები იყვნენ.

„გველები ასევე იყო უხანის ზღვის პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი, სადაც ვირუსის საწყისი შემთხვევები დაფიქსირდა, თუმცა საბოლოო დასკვნისთვის სხვა ცხოველების კვლევებიცაა საჭირო“, – აცხადებენ მეცნიერები.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსი გასული წლის ბოლოს ჩინეთის უხანის პროვინციაში გამოვლინდა, როდესაც ის ზღვის პროდუქტების ბაზრის რამდენიმე თანამშრომელს აღმოაჩნდა. ამ დროისთვის, ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობამ 571-ს მიაღწია.

რა არის კორონავირუსი, საიდან ჩნდება და არის თუ არა საშიშროება, რომ საქართველოშიც გავრცელდეს

ზოგადად, ვირუსული ინფექცია ცხოველებიდან ადვილად გადადის ადამიანებზე. ასეთი შემთხვევა გაიხსენა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ, როდესაც 2012 წელს საუდის არაბეთში ასეთი ტიპის ვირუსით აქლემისგან დაინფიცირდა ადამიანი. იმნაძემ განმარტავს, რომ კორონავირუსები ვირუსების დიდი ჯგუფია და ეს არის მსუბუქად მიმდინარე რესპირატორული დაავადების გამომწვევი, თუმცა პერიოდულად ჩნდება ახალი კორონავირუსები, რომლებიც ძირითადად, ცხოველებიდან გადადის ადამიანებზე.

რაც შეეხება კორონავირუსის სიმპტომებს, ძირითადი სიმპტომები ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელებაა. რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, როგორც წესი, მხოლოდ სიმპტომებს აუმჯობესებენ. გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი, როგორც წესი, იმ შემთხვევებში დგება, როდესაც პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g