LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით 27 ადამიანი გარდაიცვალა, დაინფიცირდა 504 და გამოჯანმრთელდა 2 038 პაციენტი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

120
Untitled design (2)

ბოლო 24 საათში, კოვიდ-19 კიდევ 2 038-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რიცხვი 310 859-მდე გაიზარდა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, გამოვლინდა კორონავირუსის 504 ახალი შემთხვევა.

ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვი 330 879-ია.

კოვიდინფექციამ კიდევ 27 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ვირუსით სულ გარდაცვლილია 4 469 პაციენტი.

ამ დრომდე:

კარანტინის რეჟიმში რჩება 67 პირი.

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 4 395 ადამიანი.

კლინიკურ სასტუმროში მყოფთა რიცხვი 657-ია.

ბოლო 24 საათში, ჩატარდა კვლევა 11 665 ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 6 137, PCR ტესტით – 5 528.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს – დღიური – 4,32%, ბოლო 14 დღის – 4,9%, ბოლო 7 დღის – 3,84%.

ამ დროსითვის, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სულ აცრილია 89 260 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი 738-ია.

სტატისტიკური მონაცემები კორონავირუსის შესახებ ცოტა ხნის წინ განახლდა ვებგვერდზე Stopcov.ge.

 

magti 5g