LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის მოქალაქეთა 98.96 პროცენტი​ არ იყო ვაქცინირებული: NCDC

92
20190607144509

კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის მოქალაქეთა 98.96 პროცენტი​ არ იყო ვაქცინირებული – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებში არავაქცინირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს.

კერძოდ, მათივე ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ მოქალაქეთა 95.92% აუცრელი იყო, ჰოსპიტალიზირებულთა ​შორის აუცრელი იყო 94.4%, ხოლო „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა შორის ​არავაქცინირებული იყო 98.96%.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 565 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 285 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 78 ადამიანი.

ამასთან, ქვეყანაში სულ ჩატარდა 2 041 209 აცრა, დღიურად აცრილია 7 800 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები