LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კორონავირუსით ინფიცირებული 6 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია“ – მარინა ეზუგბაია

156
korona

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 2 დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, 2-ზე ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს, ხოლო ერთი იმპორტირებული შემთხვევაა – ამის შესახებ თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„დაგვემატა 5 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ამჟამად გახლავთ 1341 დადასტურებული შემთხვევა. მათი განაწილება ასეთია, 2 არის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, 2-ზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა წყაროს დადგენის მიზნით, ხოლო ერთი იმპორტირებული, ანუ შემოტანილი შემთხვევაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.

რაც შეეხება მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეზუგბაიას თქმით, ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია, 22 კი მძიმედ ფასდება.

„მძიმე პაციენტების რაოდენობა გაგვეზარდა და დღევანდელი მონაცემებით 22 მძიმე პაციენტია. ისინი კოვიდ-ცენტრების შესაბამის რეანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელების რაოდენობა 81 პროცენტია, ხოლო ლეტალობის მაჩვენებელი – 1,27“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები