რესპუბლიკურ საავადმყოფოს ის 8 მოქალაქე ტოვებს, რომელთაც საკარანტინო ვადა ამოწურეს და მეორედ გაკეთებული ტესტრების პასუხები კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა.
“ჩვენი დაკვირვების ქვეშ მყოფ 8 მოქალაქეს, იმისათვის, რომ დაგვედგინა, არიან თუ არა კორონავირუსის მატარებლები, რეტესტირება გაუკეთდა. გუშინ ღამით მივიღეთ და რვავეს ნეგატიური პასუხი აქვს. ამიტომ მათგან უმრავლესობა დღეს კლინიკას დატოვებს”, – განაცხადა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ.
"ძალიან რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება" - კორონავირუსის გამო კლუბი "მტკვარზე" იხურება
"იმედია, ძალიან მალე გაქრება საფრთხეები და დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და საცეკვაო მოედნებს".
გოფოძეს თქმით, დანარჩენი 37 პაციენტი კლინიკაში, დაკვირვების ქვეშ დარჩებიან.
“ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 37 მოქალაქე იმყოფება, მათი ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – აცხადებს გოფოძე.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 24 შემთხვევა ფიქსირდება. სასწავლო პროცესი 1 აპრილამდე გადაიდო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა.